პიოლი: "ლეაუ კარგად არის, ის მზადაა ინტერთან სათამაშოდ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "მილანის" მარცხით 0:2 დასრულდა.
"ლეაუ კარგად არის, ის მზადაა ინტერთან სათამაშოდ. გუშინ თითქმის ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ვიმედოვნებთ, რომ რადე კრუნიჩი და მესიასიც მწყობრში იქნებიან. “, - განაცხადა პიოლიმ პრესკონფერენციაზე.
"ლეაუ კარგად არის, ის მზადაა ინტერთან სათამაშოდ. გუშინ თითქმის ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ვიმედოვნებთ, რომ რადე კრუნიჩი და მესიასიც მწყობრში იქნებიან. “, - განაცხადა პიოლიმ პრესკონფერენციაზე.