"ვინისიუს მოკვდი!" - 76 ათასი გულშემატკივარი ბრაზილიელის წინააღმდეგ
გუშინ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად ჩემპიონობა აღნიშნეს.
ქუჩაში დაახლოებით 76 ათასი გულშემატკივარი იყო გამოსული და რამდენიმე საათის განმავლობაში, კატალონიის ქუჩები გადაკეტილი იყო.
"ვინისიუს მოკვდი!" - ამ ფრაზას "ბარსელონას" ფანები გუშინ დიდი ხნის განმავობაში სკანდირებდნენ.
როგორც ჩანს, "რეალის" ბრაზილიელი შემტევი მათთვის ყველაზე საძულველი ფეხბურთელია.
არადა, მსგავს შეძახილებს "ბარსელონას" გულშემატკივრები ძირითადად მატჩის მსვლელობისას, ელ კლასიკოზე იყენებენ ხოლმე.