პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ლიდერი სობოსლაის ტრანსფერით ინტერესდება - ლაიფციგი 70 მილიონ ევროს ითხოვს
"ლაიფციგის" ნახევარმცველს, დომინიკ სობოსლაის აქვს შესაძლებლობა, კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, ამის შესახებ Sky Sport Germany იუწყება.
წყაროს ცნობით, "ნიუკასლის" სკაუტები ცოტა ხნის წინ გერმანიაში გაფრინდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ უნგრელი ფეხბურთელის თამაში.
წყაროს ცნობით, "ნიუკასლის" სკაუტები ცოტა ხნის წინ გერმანიაში გაფრინდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ უნგრელი ფეხბურთელის თამაში.
"ლაიფციგს" 22 წლის უნგრელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დომინიკმა 29 მატჩში, ხუთი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დომინიკმა 29 მატჩში, ხუთი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან 2026 ზაფხულამდეა გათვლილი.