ავტორიზაცია

ბარსელონა 7 მოთამაშის ტრანსფერს გეგმავს

ბარსელონა 7 მოთამაშის ტრანსფერს გეგმავს
თარიღი 16 მაი 2023, 16:12
კატალონიურ "ბარსელონას" ზაფხულში 7 მოთამაშის დამატება სურს, მიუხედავად ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებისა.

Sport-ის ცნობით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, დაამტკიცებს თუ არა ლა ლიგა "ბლაუგრანას" გეგმას 19 მაისს.

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ერთდროულად რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას შეეცდება.

სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად კლუბს "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველის მარტინ სუბიმენდის შეძენა სურს. კიდევ ერთი ნახევარმცველი, ილკაი გიუნდოგანი, "ბარსელონას" რადარზეა. 

მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლიონელ მესის დაბრუნება რჩება, თუმცა გარდა ამისა, გუნდი დაცვის ცენტრში ინიგო მარტინესის და ახალი მარჯვენა მცველის დამატებასაც გეგმავს.