ავტორიზაცია

ნაპოლის დიდი პროტესტი საქართველოს და დარღვეული წესები - კვარაცხელიას ეტიკეტს გაყიდვიდან ამოიღებენ?

ნაპოლის დიდი პროტესტი საქართველოს და დარღვეული წესები - კვარაცხელიას ეტიკეტს გაყიდვიდან ამოიღებენ?
თარიღი 16 მაი 2023, 17:03
რამდენიმე დღის წინ, ქართველი ფეხბურთელების მხარდასაჭერად “კოკა-კოლამ” ბოთლის ეტიკეტზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განათავსა.

რა თქმა უნდა, მათ შორისაა "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. ბოლო დღეებში, ყველაზე მეტად. სწორედ კვარაცხელიას ეტიკეტის "კოკა კოლები" იყიდება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, შესაძლოა ის "კოკა კოლას" ბოთლები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული, გაყიდვიდან საერთოდ ამოიღონ.

საქმე იმაშია, რომ კონტრაქტის თანახმად, კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს "ნაპოლი" ფლობს. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობამ კი საქართველოში ამ მარკეტინგული სიახლის შესახებ არაფერი იცოდა.

ამის გამო, "ნაპოლიმ" საქართველოს მიმართ დიდი პროტესტი გამოთქვა და როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა, კვარაცხელია "კოკა კოლას" ბოთლებზე აღარ ვიხილოთ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი