6 მედალი და ისტორიული შედეგი ტოკიოში

ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს. ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.
კუდო იაპონურის საბრძლო ხელოვნებაა, რომელიც კარატეს, ძიუდოსა და კრივის ელემენტრბს აერთიანებს.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.