კითხვების გარეშე - ინტერმა მილანს მეორე მატჩიც მოუგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერმა“ „მილანი“ ისევ დაამარცხა.
შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში „ნერაძურიმ“ 3:0 მოიგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
დღევანდელი მატჩის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა, რომელუ ლუკაკუს პასით გაიტანა. საერთო ჯამში, „ინტერი“ სიტუაციას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.
ამრიგად, „ინტერი“ 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ან „რეალი“ იქნება, ან „მანჩესტერ სიტი“.

პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა, საპასუხო კი უკვე დღეს, „ეტიჰადზე", 23:00 საათზე გაიმართება.