ავტორიზაცია

მადრიდის რეალის აღმასრულებელი დირექტორი ბელინგემის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის გერმანიაში გაემგზავრება

მადრიდის რეალის აღმასრულებელი დირექტორი ბელინგემის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის გერმანიაში გაემგზავრება
თარიღი 17 მაი 2023, 10:56
მადრიდის "რეალი" აგრძელებს აქტიურ მუშაობას დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე. 

Bild-ის ცნობით, "სამეფო კლუბის" აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი ამ კვირაში დორტმუნდში 19 წლის ინგლისელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისთვის გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში მადრიდის "რეალში" თამაში სურს და კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობებზეც შეთანხმდა. ახლა გუნდები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ. 

დორტმუნდის "ბორუსია" ფეხბურთელისთვის 100-დან 120 მილიონ ევრომდე ითხოვს, მაგრამ "რეალი" ამ თანხის შემცირებას ცდილობს.