მანჩესტერ სიტისთან მატჩს რუდიგერი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩს "მანჩესტერ სიტის" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.
მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა ედერ მილიტაოს ენდოს, რომელიც მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ პირველ ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა.

ბრაზილიელთან ერთად დაცვის ცენტრში დავიდ ალაბა ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ რუდიგერი მადრიდში, მანჩესტერ "სიტისთან" პირველ მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.