ავტორიზაცია

კითხვის ნიშნის გარეშე - სიტიმ ეტიჰადზე სამეფო კლუბი გაანადგურა და ფინალში გავიდა

კითხვის ნიშნის გარეშე - სიტიმ ეტიჰადზე სამეფო კლუბი გაანადგურა და ფინალში გავიდა
თარიღი 18 მაი 2023, 01:05
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში მანჩესტერ "სიტიმ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

შეხვედრა "ეტიჰადზე" გაიმართა და მასპინძელთა გამანადგირებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში "ქალაქელებმა" 5:1 მოიგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი უპირატესობას პირველი ტაიმის სტარტზევე დაეუფლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. 23-ე და 37-ე წუთზე დუბლი ბერნანდო სილვამ გაიფორმა. 

მეორე ნახევარში 76-ე წუთზე დე ბრუინის ჯარიმის შემდეგ მილიტაომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 90+1 წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე შემოსულმა ხულიან ალვარესმა დააფიქსირა (4:0).

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში "ინტერმა" "მილანს" ორი მატჩის ჯამში 3:0 მოუგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.