"რატომ წავაგეთ სიტისთან?" - კარვახალმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" გამოცდილმა ფეხბურთელმა დანი კარვახალმა "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამეფო კლუბში პეპ გვარდიოლას გუნდთან 4:0 განადგურდა.
"რატომ წავაგეთ სიტისთან? - მიზეზი მარტივია - ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ, შანსი არ დაგვიტოვეს, პრესინგზე საოცრად ითამაშეს და შედეგიც სახეზეა.
მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლის გასატანად ეს საკმარისი არ გამოდგა. სიტიმ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ჩვენ კი რეალი ვართ და მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები დავბრუნდებით", - განაცხადა კარვახალმა.