ავტორიზაცია

ბერნარდო სილვა - პირველი ფეხბურთელი მესისა და ლევანდოვსკის შემდეგ...

ბერნარდო სილვა - პირველი ფეხბურთელი მესისა და ლევანდოვსკის შემდეგ...
თარიღი 18 May 2023, 01:26
"მანჩესტერ სიტის' პორტუგალიელმა შემტევმა ბერნარდო სილვამ საოცარი მატჩი ჩაატარა და "რეალს" დუბლი შეუსრულა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამეფო კლუბი ქალაქელებთან უშანსოდ, 4:0 დამარცხდა.

სილვა კი ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ეტაპზე "რეალს" ერთ თამაშში მინიმუმ ორი გოლი გაუტანა.

მსგავსი შედეგი მხოლოდ ლეო მესის 2011 წელს და რობერტ ლევანდოვსკის 2013 წელს აქვთ დაფიქსირებული.