ავტორიზაცია

ინტერი ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ინტერი ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 18 May 2023, 16:07
მილანში "ინტერი" გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობით კმაყოფილია. ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, "ნერაძური" 47 წლის სპეციალისტს ახალ შრომით ხელშეკრულებას შესთავაზებს.

მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ინძაგის მოქმედი ხელშეკრულება 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს იწურება.

ინძაგის ხელმძღვანელობით "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება.

სერია A-ს 35 ტურის შემდეგ "ინტერი" 66 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.