"ანჩელოტის ჰგონია, რომ დატოვებენ, არადა საქმე სხვაგვარადაა", - ესპანელი ჟურნალისტი
"მანჩესტერ სიტისთან" 0:4 მარცხის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლო მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლონ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა ანტონ მეანამ გააკეთა.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ანჩელოტი რეალში დარჩება. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ის ისე ლაპარაკობდა, რომ კლუბში დარჩენის სჯეროდა, არადა საქმე სხვაგვარადაა.
გასაგებია, რომ ბაზარზე არ არის მწვრთნელი, ვინც რეალს სურს, მაგრამ ამ მარცხმა კლუბს საფიქრალი მისცა, რომ რაღაც ახალია საჭირო.
რეალმა თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გავიდა, მაგრამ სეზონს დადებითად მაინც ვერ შევაფასებთ", - განაცხადა მეანამ.