ავტორიზაცია

გვარდიოლა: "თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად ხშირად მიყვირის ხოლმე დე ბრუინი და მე ეს ძალიან მომწონს"

გვარდიოლა: "თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად ხშირად მიყვირის ხოლმე დე ბრუინი და მე ეს ძალიან მომწონს"
თარიღი 19 May 2023, 22:54
პეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინთან „რეალთან“ მატჩში მომხდარ მცირე კონფლიქტზე ისაუბრა.

ერთ-ერთ ეპიზოდში გვარდიოლა ბელგიელს პასის გაკეთებას სთხოვდა, შემდეგ კი ბურთის დაკარგვაზე ემოციური რეაქცია ჰქონდა. საპასუხოდ, დე ბრუინი გვარდიოლას მიუტრიალდა და რამდენჯერმე „მოკეტე“ დაუყვირა.

„ძალიან მომწონს, როცა ერთმანეთს ვუყვირით, ეს ენერგია ძალიან მსიამოვნებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კევინი მიყვირის. თქვენ ვერ ხედავთ, რამდენად ხშირად მიყვირის ის ვარჯიშებზე.

მაგრამ ეს ის არის, რაც ძალიან გვჭირდება. ასეთი ამბების შემდეგ სიტუაცია უმჯობესდება.“, - აღნიშნა გვარდიოლამ.