ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი შეიძლება გახდეს მე-10 კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ტრიპლეტი მოიპოვა

მანჩესტერ სიტი შეიძლება გახდეს მე-10 კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ტრიპლეტი მოიპოვა
თარიღი 20 მაი 2023, 11:45
ინგლისური მანჩესტერ "სიტი" ტრიბლისკენ მიისწრაფვის - გუნდის მიზანი სეზონის სამივე მთავარ ტურნირში გამარჯვებაა. 

პეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე მოიგო ასოციაციის თასი და ახლა ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.

წარმატების შემთხვევაში, მანჩესტერ "სიტი" გახდება მეათე კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ტრიპლეტი მოიპოვა.

მანამდე ამის გაკეთება: "სელტიკმა" 1966/1967 სეზონში, "აიაქსმა" 1971/1972 სეზონში, "პსვ"-მ 1987/1988 სეზონში, მანჩესტერ "იუნაიტედმა" 1998/1999 სეზონში, "ბარსელონამ" 2008/2009 და 2014/2015 სეზონებში, "ინტერიმა" 2009/2010 წლებში, "ბაიერნმა" 2012/2013 და 2019/2020 წლების სეზონებში მოახერხეს.