ავტორიზაცია

გიუნდოგანი მანჩესტერ სიტისგან გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს

გიუნდოგანი მანჩესტერ სიტისგან გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს
თარიღი 20 მაი 2023, 14:25
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.

ჟურნალისტის კრისტიან ფალკის თქმით, გერმანელი თვლის, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ არაერთი წლის განმავლობაში შეუძლია.

32 წლის გიუნდოგანი მანჩესტერ "სიტისგან" გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მზად იქნება უფასოდ გადავიდეს კატალონიურ "ბარსელონაში", რომელიც მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანმა პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.