ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა დღევანდელ მატჩში?

როგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა დღევანდელ მატჩში?
თარიღი 20 მაი 2023, 18:49
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში "ბორდო" საკუთარ მოედანზე "ლავალის" დაუპირისპირდა.

მატჩი მასპინძლეთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც 86 წუთი ითამაშა და თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sofscore-მა ფეხბურთელების თამაში შეაფასა, დავითაშვილმა კი 8.1 ბალი დაიმსახურა. 



ამრიგად, "ბორდომ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გიორგი მიქაუტაძის "მეცთან" უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.

დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.