ავტორიზაცია

VIDEO: მშვიდობით, ლეგენდა - რობერტო ფირმინო ენფილდს დაემშვიდობა

თარიღი 20 მაი 2023, 22:17
ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ „ლივერპულის" მაისურით „ენფილდზე" დღეს უკანასკნელად ითამაშა - სეზონის ბოლოს, ბობი მერსისაიდულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ფირმინო „ლივერპულს“ 15/16-სეზონის სტარტზე „ჰოფენჰაიმიდან“ შეუერთდა და ამ პერიოდში კლუბის მაისურით 361 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 110 გოლი გაიტანა და 79 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჯერჯერობით ფირმინოს ახალი კლუბის ვინაობა ცნობილი არ არის, მას ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეუძლია გადასვლა.