ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტი ზედიზედ მესამედ ინგლისის ჩემპიონი გახდა!

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტი ზედიზედ მესამედ ინგლისის ჩემპიონი გახდა!
თარიღი 20 მაი 2023, 23:00
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ და ბოლო 5 წელში მეოთხედ გახდა.

საქმე ისაა, რომ პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „არსენალი“ სტუმრად „ნოტინგემთან“ დამარცხდა და საჩემპიონო ბრძოლას საბოლოოდ გამოემშვიდობა.

ყველა ხვალინდელ მატჩს ელოდა, როცა „სიტი“ „ეტიჰადზე“ „ჩელსის“ დაუხვდებოდა და ამ შეხვედრაში მოგებით შეეძლო გაჩემპიონება. თუმცა, მოვლენებს „არსენალმა“ გაუსწრო, რომელიც მოულოდნელად დამარცხდა და გვარდიოლას გუნდი სახლშივე გააჩემპიონა.

„სიტის“ 35 მატჩში 85 ქულა აქვს დაგროვებული და „არსენალისთვის“ (81) დღეს ოფიციალურად მიუღწეველი გახდა.

ამრიგად, „მანჩესტერ სიტიმ“ თავისი არსებობის ისტორიაში მეცხრედ და ზედიზედ მესამედ მოახერხა ინგლისის ჩემპიონობის გაფორმება.