"ყველაფერი ტყუილია!" - სპალეტიმ თავის მომავალზე ისაუბრა
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი "ინტერთან" მატჩის წინ გააკეთა.
"ყველაფერი ტყუილია. მაგალითად, ტყუილია ის, რომ სხვა გუნდს ვეძებ ან ნაპოლისთან კონტრაქტის დეტალებზე და ხელფასზე პრობლემები მაქვს. არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ.
რაც შეეხება ინტერთან მატჩს, ერთადერთი გუნდია, ვინც ამ სეზონში არ დაგვიმარცხებია, ჩვენთვის ეს მოტივაციაა და უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა სპალეტიმ.