ავტორიზაცია

"ხალხი რასაც ამბობს, უნდა გავამართლოთ", - გვარდიოლამ ინტერთან შანსები შეაფასა

"ხალხი რასაც ამბობს, უნდა გავამართლოთ", - გვარდიოლამ ინტერთან შანსები შეაფასა
თარიღი 21 მაი 2023, 11:40
10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ კომენტარი ინგლისური გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ინტერი ძალიან კარგი გუნდია, ფინალში არიან და რთული მატჩი გველის, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი ვართ, ხალხის ეს იმედები უნდა გავამართლოთ.

რა მასწავლა გერმანიაში მუშაობამ? - ბევრი რამ. გავიზარდე როგორც მწვრთნელი, ვისწავლე და დავინახე ბევრი რამ და აღმოვაჩინე ახალი ფეხბურთელები", - თქვა გვარდიოლამ.