ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა ბარსელონას მაისური ჩაიცვა

კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა ბარსელონას მაისური ჩაიცვა
თარიღი 21 მაი 2023, 16:13
ვარსკვლავური ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს რჩეულმა ჯორჯინა როდრიგესმა სოციალურ ქსელში ბავშვებთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა. 

მასზე ჩანს, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელის უმცროსმა ვაჟმა მატეომ კატალონიური "ბარსელონას" მაისური ჩაიცვა.

კრიშტიანუ რონალდუ, მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალში" ცხრა სეზონი თამაშობდა (2009-2018). 

38 წლის თავდამსხმელი ამჟამად საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.