"იცოდით, რომ ფრენა შეეძლო?" - ვალენსია მამარდაშვილის საოცარ სეივზე

ლა ლიგის გასულ ტურში გამართული მატჩი "ვალენსიასა" და "რეალს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც ურთულესი ბურთები მოიგერია.
"ვალენსიას" ოფიციალური გვერდი კი მამარდაშვილის ერთ-ერთ სეივს გამოეხმაურა, როცა მან ბურთი ტონი კროსს აუღო.
"იცოდით, რომ მამარდაშვილს ფრენა შეეძლო?", - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
