ფაბრიციო რომანო: ნაპოლი უკვე იკვლევს სპალეტის შეცვლის ვარიანტებს
ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არსებული ინფორმაცია.
64 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნეაპოლური გუნდი სერია A-ს დიდი ხნის ნანატრი ტიტულთან მიიყვანა, გააძლიერა სპეკულაციები მისი წასვლის შესახებ კვირას "ინტერთან" დამარცხების შემდეგ გაკეთებული კომენტარით.

სპალეტიმ კლუბიდან წასვლაზე მიანიშნა და დასძინა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
რომანოს თქმით, მწვრთნელი ნამდვილად სერიოზულად ფიქრობს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას. "ნაპოლი" კი უკვე მის შემცვლელს ეძებს.
ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი კონტრაქტი ძალაში 2023/24 წლების სეზონის ბოლომდეა.
ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი კონტრაქტი ძალაში 2023/24 წლების სეზონის ბოლომდეა.