ვალენსიამ ვინისიუსის სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
"ვალენსიას" პრესსამსახური ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩის დროს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ვინისიუს ჟუნიორის მიმართ მათი გულშემატკივრების რასისტულ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
„ჩვენი კლუბი გმობს ფეხბურთში ნებისმიერ შეურაცხყოფას. ჩვენ დამწუხრებულები ვართ მადრიდის რეალთან მატჩის დროს მომხდარის გამო. ჩვენ ვიძიებთ მომხდარს და მივიღებთ მკაცრ ზომებს პასუხისმგებელი პირების მიმართ. “, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "მესტალაზე" გაიმართა და "ვალენსიას" მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ამ თამაშის შემდეგ "ღამურები" სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე არიან, "სამეფო კლუბი" კი მესამე ადგილზეა.