ავტორიზაცია

იტალიაში სიგიჟეები გრძელდება - იუვენტუსს ამჯერად 10 ქულა ჩამოაკლეს

იტალიაში სიგიჟეები გრძელდება - იუვენტუსს ამჯერად 10 ქულა ჩამოაკლეს
თარიღი 22 May 2023, 23:07
ფინანსური მაქინაციების საქმეზე, „იუვენტუსს“ 10 ქულა დააკლეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კლუბი ფინანსური შემოსავლის გაყალბების გამო უნდა დაისაჯოს.

„ბიანკონერი“, რომელსაც 69 ქულა ჰქონდა, მეორე ადგილზე იმყოფებოდა, 10 ქულის ჩამოკლების შემდეგ კი მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

იანვარში ტურინელებს 15 ქულა ჩამოაკლეს, მაგრამ აპელაციის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაუბრუნეს.

პროკურორი ჯუზეპე ჩინე „იუვესთვის“ 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ტურინელებს 10 აკმარა.