ავტორიზაცია

ლივერპული მაკ ალისტერის შეძენასთან ახლოსაა

ლივერპული მაკ ალისტერის შეძენასთან ახლოსაა
თარიღი 23 მაი 2023, 12:29
არგენტინის ნაკრებისა და "ბრაიტონის" ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა. 

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, დიდი ალბათობით "ლივერპული" ნახევარმცველის ახალი სამუშაო ადგილი გახდება.

მხარეები პოტენციური ტრანსფერის ყველა დეტალზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ. გარიგების თანხა დაახლოებით 70 მილიონი ევრო იქნება.

მაკ ალისტერმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.