ავტორიზაცია

პერესი: "ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ რასისტულ შეურაცხყოფას"

პერესი: "ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ რასისტულ შეურაცხყოფას"
თარიღი 23 მაი 2023, 16:52
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს "ვალენსიას" გულშემატკივრებმა რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვენ აღარ მოვითმენთ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ რასისტულ შეურაცხყოფას. ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. დანაშაულის მსხვერპლი არ უნდა აღიქმებოდეს როგორც დამნაშავე. “, - განაცხადა პერესმა.

ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.