ანჩელოტი: "მამარდაშვილმა ვინისიუსს შეუტია!"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გიორგი მამარდაშვილსა და ვინისიუს ჯუნიორს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ვალენსიელებს ვინისიუსის მიმართ რასიზმში სდებენ ბრალს და ამაზე ესპანეთში დიდი სკანდალია ატეხილი.
"ვინისიუსის თემა მართლაც დიდი პრობლემაა. ესპანეთი რასიზმის ქვეყანა არ არის, თუმცა ფაქტია, აქ ბევრი რასისტია და ვფიქრობ, ვინი მართალია.
რაც შეეხება იმ ეპიზოდს, მას პირველი მამარდაშვილი მივარდა, შემდეგ უგო დურო და დაიწყო შეხლა-შემოხლა, რასაც ისევ ვინისიუსის გაძევება მოჰყვა", - განაცხადა ანჩელოტიმ.