ავტორიზაცია

ნაპოლი შესაძლოა ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

ნაპოლი შესაძლოა ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
თარიღი 23 მაი 2023, 19:11
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" წარმატებული სეზონის შემდეგ დატოვებს. 

AS-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად ლუის ენრიკეს განიხილავს.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია. 

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 1990 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.