ავტორიზაცია

ლუის ენრიკე ნაპოლის ახალ მწვრთნელად?

ლუის ენრიკე ნაპოლის ახალ მწვრთნელად?
თარიღი 24 მაი 2023, 12:27
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამასთან დაკავშირებით, იტალიელმა სპეციალისტმა განცხადება გააკეთა, თუმცა კომენტარი ორაზროვანი იყო და მისი მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკეა.

ენრიკეს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა აქვს. "ბარსელონასთან' ერთად მან ტრიპლეტი მოიგო, მუნდიალზე კი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა.