მბაპეს მომავალზე უახლესი ინფორმაცია გავრცელდა
მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე აქტუალური თემა "პსჟ"-ს ფრანგი შემტევის, კილიან მბაპეს მომავალი იქნება.
ცნობილი გამოცემა L'Équipe კი მბაპეს მომავალთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
გასულ წელს, კილიანმა პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, 2+1 სისტემით.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, თავდამსხმელს უფლება აქვს პარიზელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს.
თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მბაპემ ეს პუნქტი გამოიყენოს, რადგან წასვლა სურს. "პსჟ" კი მის გაყიდვას ამ ზაფხულს არ აპირებს.