ავტორიზაცია

"ვინ იქნება ნაპოლის ახალი მწვრთნელი?" - კანავაროს კომენტარი

"ვინ იქნება ნაპოლის ახალი მწვრთნელი?" - კანავაროს კომენტარი
თარიღი 24 მაი 2023, 12:42
დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ თანამდებობა დატოვოს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა.

"ნაპოლის წელს ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და ის, რომ შესაძლოა გუნდი მწვრთნელმა დატოვოს, ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.

ვინ იქნება ნაპოლის ახალი მწვრთნელი? - ეს პრეზიდენტს ჰკითხეთ. სპალეტის ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და არ ვიცი, რატომ იღებს ამ გადაწყვვეტილებას", - განაცხადა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლისთან' ერთად იტალიის ჩემპიონი უკვე ოფიციალურად გახდა.