ოფიციალურად: რუდ ვან ნისტელროიმ პსვ პირველივე სეზონში ორი ტიტულის მოგების შემდეგ დატოვა

წარსულში ლეგენდარულმა ფორვარდმა და ამჟამად მწვრთნელმა, რუდ ვან ნისტელროიმ, პსვ-დან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მანჩესტერ იუნაიტედის და მადრიდის რეალის ექს-ფეხბურთელმა ეინდჰოვენური გუნდი სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და საკმაოდ სოლიდური სათამაშო წელიც ჩაატარა.
51 მატჩში პსვ-მ ნისტელროის ხელმძღვანელობით 51 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 33 გამარჯვება მოიპოვა, 8-ჯერ დამარცხდა, 126 გოლი გაიტანა და 60 საკუთარ კარში მიიღო. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ სეზონში პსვ-მ ორი ტიტული, ნიდერლანდების თასი და სუპერთასი მოიგო.
ჯერჯერობით, პრესაში ნისტელროის წასვლის მიზეზი არ სახელდება, თუმცა მისი წასვლა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.