ავტორიზაცია

ნიუკასლის სატრანსფერო გეგმები ცნობილი გახდა

ნიუკასლის სატრანსფერო გეგმები ცნობილი გახდა
თარიღი 24 მაი 2023, 17:43
The Telegraph-ის ცნობით, "ნიუკასლი", რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელის გასაფორმებლად ემზადება. 

"კაჭაკები" ცენტრალური მცველის, მარცხენა მცველის, ორი ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის შეძენას აპირებენ. პოტენციური ახალწვეულების ვინაობა ჯერ არ სახელდება.

პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ნიუკასლი" სატურნირო  ცხრილში მესამე ადგილზეა. ბოლო მატჩში ედი ჰოუს გუნდი "ჩელსის" დაუპირისპირდება.