» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ლეგენდები - რონალდინიო



საფეხბურთო საიტი Goal.Ge თავის მკითხველს ტრადიციული რუბრიკის ("ლეგენდა") მორიგ სტატიას სთავაზობს. ამჯერად ჩვენ მოქმედ ლეგენდაზე, რონალდო დე ასის მორეირაზე ვისაუბრებთ. ბავშვობა რონალდინიო 1980 წლის 21 მარტს პორტუ-ალეგრიში დაიბადა. მისი მამა, ჟუან და სილვა მორეირა საფეხბურთო კლუბ "გრემიოს" ავტოსადგომში მუშაობდა. რონალდინიოს საფეხბუთო ტალანტი ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. ის ხშირად ესწრებოდა მშობლიური კლუბის, "გრემიოს" ვარჯიშებს და თავდაუზოგავად შრომობდა იმისათვის, რომ მომავალში ამ კლუბის ღირსება დაეცვა. რონალდინიო 7 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ "ლანჟენდოკში" ჩაირიცხა. 8 წლის ასაკში რონალდინიოს მამა გარდაეცვალა, თუმცა მამის ფუნქციები მშვენივრად შეითავსა მისმა უფროსმა ძმამ, რობერტო დე ასისმა. "გრემიო" 5 1995 წელს რონალდინიო "გრემიოს" ახალგაზრდულ აკადემიაში ჩაირიცხა. ახალგაზრდა ტალანტი დღითიდღე ვითარდებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. 2 წლის შემდეგ გაუჩომ თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა "გრემიოსთან". მისი დებიუტი კოპა ლიბერტადორესის თასზე შედგა. რონალდინიო ბრწყინვალედ შეეწყო თავის გუნდს. იგი ძირითადი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. რონალდინიო "გრემიოს" საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. მის ბრწყინვალე ფინტებს და წარმოუდგენლად ლამაზ მოძრაობებს უამრავი საფეხბურთო გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოჰყავდა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, რონალდინიო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 17 წლამდელთა შემადგენლობაში ჩაირიცხა. გაუჩომ 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. მოგვიანებით მან ახალგაზრდულ გუნდთან ერთად 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიოატზეც მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ამ ტურნირზე რონალდინიომ მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. "გრემიოში" დაბრუნების შემდეგ რონალდინიომ თავისი ბრწყინვალე თამაშით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა. 1999 წელს შედგა მისი დებიუტი ბრაზილიიის ეროვნულ ნაკრებში. მან ლატვიას წინაღმდეგ გამართულა ამხანაგურ შეხევდრაში მიიღო მონაწილეობა. რონალდინიოს ეპოქა სწორედ ბრაზილიაში დაიწყო. მისით უამრავი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა. რონალდინიო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლონდონის "არსენალთან" და შოტნალდიურ "სენტ მირენთან". მიუხედავად ამისა, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რონალდინიო შეენარჩუნებინა. თავად გაუჩოს კი ევროპულ სარბიელზე გამოჩენა სურდა. სწორედ ამიტომ, რონალდინიომ 2001 წელს საიდუმლოდ გააფორმა კონტრაქტი "პარისენჟერმენთან". მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაუჩოს სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა 5,1 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის შემდეგ "გრემიომ" რონალდინიო 1 თვით შეინარჩუნა. ამ დროის განმავლობაში "გრემიოს" ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ახალგაზრდა გაუჩოზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ. ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა რონალდინიოს ძმას მოღალატე უწოდეს, ხოლო თავად ფეხბურთელს სტადიონზე გამუდმებით უსტვენდნენ. წნეხში ჩავარდნილმა რონალდინიომ ამ ტანჯვას თავი 2001 წლის 15 თებევრალს დააღწია, მაშინ როცა მან ფრანგულ "პარისენჟერმენთან" 5 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი. "პარისენჟერმენი" 6 რონალდინიოს დებიუტი პარიზული კლუბის მაისურით "ოსერის" წინააღმდეგ შედგა. ახალგაზრდა რონალდინიო "პარისენჟერმენის" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად მოხვედრას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა მან ზამთრის შემდეგ ფრანგულ კლუბში ადაპტაცია გაიარა და ბრწყინვალედ ათამაშდა. გაუჩოს საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა. დროთა განმავლობაში მან ბრწყინვალე ტანდემი ჩამოაყალიბა ჯეი-ჯეი ოკოჩასთან და მიკელ არტეტასთან ერთად. აღნიშნული ფეხბურთელები პარიზული გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. რონალდინიო თავისი ბრწყინვალე თამაშით ევროპული "გიგანტების" ყურადღებას იპყრობდა. რონალდინიო 2002/03 წლების სეზონში "აპრიზენჟერმენის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან პრინციპულ მატჩში "მარსელის" წინააღმდეგ დუბლის შესრულება შეძლო (3:1) და თავის გუნდს მოაგებინა. ასეა თუ ისე, რონალდინიომ პარიზელ გულშემატკივარს თავი მალე შეაყვარა. დრო გადიოდა, ხოლო რონალდინიოს უფრო და უფრო მეტი გამოწვევების მიღება სურდა. ტუმცა, ამის საშუალებას პარიზული კლუბი არ აძლევდა. 2002/03 წლების სეზონში "პსჟ"-მ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი დაიკავა. კლუბის ხელმძღვანელები რონალდინიოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა თავად ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბის გამოცვალ სურდა. გაუჩოს მთავარი მიზანიი ჩემპიონტა ლიგაზე თავის გამოჩენა იყო. 2002 წელს რონალდინიომ კორეასა და იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. გაუჩო თავისი ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრებოდა. აღნიშნულ ტურნირზე მან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისური 5-ჯერ მოირგო და 2 გოლის გატანა მოახერხა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რონალდინიოს მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში. ამ გოლის წყალობით ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისის დამარცხება მოახერხა (2:1). ამ წელს რონალდინიომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი - მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. "ბარსელონა" 7 2003 წელს რონალდინიომ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გაუჩომ ამ წელს კატალონიურ "ბარსელონასთან" გააფორმა კონტრაქტი. იმ დროს კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იყო. ლაპორტა დევიდ ბექჰემის ყიდვას ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მადრიდის "რეალთან" გააფორმა კონტრაქტი, ლაპორტამ იერიში რონალდინიოზე მიიტანა. გაუჩო "ბარსელონაში" 32,5 მილიონი ევროს სანცვლოდ გადავიდა. მისი დებიუტი "მილანთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. რონალდინიომ იმ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. რონალდინიო ძალიან სსწრაფად ვითარდებოდა და 2004-05 წლებში უკვე "ბარსელონას" ლიდერად გვევლინებოდა. ამ წელს მან "ბარსელონასთან" ერთად მოიგო ლა ლიგა, თუმცა ჩემპიონტა ლიგაზე 1/8 ფინალში "ჩელსისთან" დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "ჩელსისთან" შეხვედრაში რონალდინიომ ორი გოლის გატანა მოახერხა. ამ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ რონალდინიო წარმატებულ თამაშს 2006/06 წლების სეზონშიც აგრძელებდა. ამ წელს "სანტიუაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელმა შემტემა ნახევარმცველმა დუბლის გაფორმება შეძლო. მატჩის მიწურულს რონალდინიო მოედნიდან გაიყვანეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ის მოედნიდან აპლოდისმენტების თანხლებით გააცილა. რონალდინიოს პიროვნული თვისებები მას კარგ ავტორიტეტს უქმნიდა. სწორედ ამიტომ, გაუჩოს ყველა პატივს სცემდა. 2005 წელს რონალდინიომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო - "ოქროს ბურთი" მიიღო. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რონალდინიომ 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთ მატჩში ვერ მოახერხა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია გატამაშებას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, სადაც სამხრეთ-ამერიკელები საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა (1:0). 2006/07 წლების სეზონში რონალდინიოს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებდნენ. მისი მთავარი კრიტიკოსი იყო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ რაიკაარდი. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი თვლიდა, რომ რონალდინიო ინდივიდუალური ფეხბურთელი იყო და გუნდურად არ თამაშობდა. ამასთანავე ის მიიჩნევდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სტაბილურობის შენარჩუნებას რეგულარულად ვერ ახერხებდა.სწორედ ამიტომ, რონალდინიოთი სხვადასხვა ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ. მა შორის იყო ლონდონის "ჩელსი", რომელიც მზად იყო "ბარსას" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაეხადა. მიუხედავად ამისა, ამ წელს "ბარსელონამ" რონალდინიო შეინარჩუნა. შემდეგ სეზონში რონალდინიო გუინდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ხშირად ვერ ახერხებდა, თუმცა თუ ხვდებოდა კატალონიელი გულშემატკივრების ნაწილი მას სტვენით ხვდებოდა. ასეა თუ ისე, რონალდინიო წნეხის ქვეშ მოექცა და ახალი კლუბის ძიება დაიწყო. მილანი 8 2008 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი "მილანში" 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ვინაიდან და რადგანაც, 10-ნომრიანი მაისური კლარენ ზეედორფს ეკუთვნოდა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 80-ნომრიანი მაისურის აღება აგდაწყვიტა. რონალდინიოს წარდგენა სან-სიროზე, შედგა 40,000 გულშემატკივრის თვალწინ. რონალდინიოს დებიუტი "მილანში" "ბოლონიას" წინააღმდეგ შედგა. მოგვიანებით, რონადლინიომ მილანის "ინტერის" კარიც დალაშქრა და დერბი "დე ლა მადონინაში" თავის გუნდს გამაჯვება მოუპოვა. რონალდინიო "მილანში" ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. 2010 წელს ბრაზილიელმ ლეგიონერმა "მილანის" მაისურით 1 სეზონში 18 საგოლე გადაცემა გააკეთა და ასისტების რაოდენობით სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ წელს გადასცეს მას პრიზი Golden Foot, რომელიც 29 წლის ზემოთ არსებული ფეხბურთელებისთვის იყო განკუთვნილი. რონადლინიო 2010 წლის ზაფხულში "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელით, მასიმილიანო ალეგრით უკმაყოფილი იყო. იგი იტალიელ სპეციალისტს ტაქტიკას უწუნებდა. 4 "ფლამენგო", "ატლეტიკო მინეირო" და "კერეტარო" რონადლინიომ საკუთარი ევროპული კარიერა "მილანში" დაასრულა და შემდეგ "ფლამენგოს" მიაშურა. ეროვნულ ჩემპიონატში მიუხედავად ცუდი დამშვიდობებისა, რონალდინიო კარგად მიიღეს. რონალდინიო "ფლამენგოს" ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 2011 წელს "სანტონისს" წინააღმდეგ "ფლამენგომ" (5:4) იმარჯვა, აქედან რონალდინომ 3 გოლის გატანა და 1 სგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 2012 წელს რონალდინიო "ფლამენგოდან" "ატლეტიკო მინეიროში" გადავიდა, პირველი სეზონი მან ამ კლუბის მაისურით ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა შემდეგ იგი ხელმძღვანელობასთან არსებული უთანხმოების გამო ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვეღარ ახერხებდა. 2012 წელს რონალდინიომ "მინეიროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერის გასაგრძელებლად მექსიკურ "კერეტაროში" გადავიდა. დღესდღეობით გაუჩო "კერეტაროს" შემადგენლობაში ირიცხება. რონალდინიოს საუკეთესო გოლები: [jwplayer mediaid="80339"] ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონატი (1) - 2002 კონფედერაციის თასი (1) - 2005 პრიმერა დივიზიონი (2) - 2005/2006, 2004/2005 ბრაზილიის სერია ა (მეორე ადგილი) - 2012 ბრაზილიის თასი (1) - 2001 საფრანგეთის თასი (მეორე ადგილი) - 2002/2003 ჩემპიონთა ლიგა (1) - 2005/2006 სუპერ თასი (1) - 2006/2007 კოპა ლიბერტადორესი (1) - 2013 მსოფლიოს საკლლუბი ჩემპიონატი (1) - 2006 3 ინდივიდუალური მიღწევები: კონფედერაციების თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1999 კონფედერაციების თასის საუკეთესო მოთამაშე: 1999 ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2004, 2005 "ოქროს ბურთის" მფლობელი: 2005 საუკეთესო თავდამსხმელი უეფა-ს ვერსიით: 2005 ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფპრო-ს ვერსიით: 2005, 2006 შედის ფიფპრო-ს სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში: 2005, 2006, 2007 საუკეთესო ფეხბურთელი 29 წლის ზევით: 2009 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი: 2009/10 იხილეთ რუბრიკის პირველი სტატია - ლეგენდები - დევიდ ბექჰემი

GOAL.GE [poll id="150"]

მოამზადა ნიკა ნოზაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის. რუბრიკის მომდევნო სტატია იხილეთ ორშაბათს, 1 დეკემბერს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პრემიერ ლიგის ბოლო დაუმარცხებელი გუნდიც დამარცხდა - ევერტონი სენტ-მერიზე დაეცა

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში „ევერტონი“ „საუთჰემპტონთან“ 2:0 დამარცხდა.

დღეს, 20:00

რამდენ მატჩს გამოტოვებს ფილიპე კოუტინიო?

როგორც გითხარით, ფილიპე კოუტინიომ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

დღეს, 19:53

ფლიკი: "სანემ რამდენიმე ვარჯიში კლოზესთან ერთად ჩაატარა და ეს ძალიან წაადგა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ლეროი სანეზე ისაუბრა.

დღეს, 19:50

ფონსეკა: "სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:44

ბრწყინვალე შესრულება - ქვილითაიამ ანორთოსისში გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" ""აპოელს" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

დღეს, 19:37

აზარი განაცხადშია! ზიდანმა გლადბახთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა

მადრიდის „რეალმა“ „გლადბახთან“ საჩემპიონთალიგო მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

დღეს, 19:30

რამდენი გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხებით?

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, სატიტულო ბრძოლაში ხაბიბ გეიჯი დაამარცხა.

დღეს, 19:19

ლივერპულმა ვან დეიკის შემცვლელის თაობაზე საბოლოო არჩევანი გააკეთა?

„ლივერპული“ ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

დღეს, 19:11

მენდი VS კეპა - როგორია ჩელსის მეკარეების სტატისტიკა ამ სეზონში?

სენეგალელმა ედუარდ მენდიმ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 19:08

ლიუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის დიდებული რეკორდი დაამხო

„პორტიმანის“ ტრასაზე პორტუგალიის გრან-პრი დასრულდა.

დღეს, 19:05

დესტი: "ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩემს პირველ კლასიკოში დავმარცხდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერჟინიო დესტმა, „რეალთან“ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 16:59

ისევ დადებითი - რონალდუ კოვიდ19-თან დროში მარცხდება

„იუვენტუსის“ თავდამხსმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კოვიდ19-ზე კვლავ დადებითი ტესტი ჩააბარა.

დღეს, 16:55

ბარსელონამ კოუტინიო დაკარგა

„ბარსელონას“ შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:52

ბარსელონას დირექტორი: "ეს უბრალოდ სკანდალია! მუნუერა, იდინახ**"

„ბარსელონას“ დირექტორი, ხავი ვილაჯოანა, კლასიკოში არბიტრის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 16:00

ოფიციალურად: ერთ დროს იმედისმომცემი ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო, საუდის არაბეთში წავიდა

საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-ჰილალმა“, ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 15:29

16 წელიწადში, სერხიო რამოსმა ლა ლიგაში არცერთი კლასიკო არ გამოტოვა

სერხიო რამოსმა ლა ლიგის 31-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 15:25

"საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია", - კუმანი რეალთან მარცხს სოც.ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „რეალთან“ წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დღეს, 14:20

ნევილი: "ალბათ, ვან დე ბეკი ფიქრობს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 14:16

ჯონ ჯონსი უკმაყოფილოა, რომ დანა უაიტმა ხაბიბს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ჯონ ჯონსი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით...

დღეს, 14:13

მაკგრეგორმა გეიჯის ბრძოლას სამარცხვინო უწოდა

UFC-s ორი წონით კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაგრეგორმა, ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 14:09

"ხაბიბი წავიდა, იმიტომ რომ კონორის ეშინია", - მაკგრეგორის მეგობარი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის მეგობარი, დილონ დენისი, ხაბიბის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 14:00

მანჩესტერ იუნაიტედმა 48 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1972/73 წლების სეზონში დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა, წერს Opta Sport.

დღეს, 11:54

დე ხეა: "მანჩესტერ იუნაიტედი მეტს იმსახურებდა, ჩელსი მეკარემ გადაარჩინა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ "ჩელსისთან" (0:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

დღეს, 11:46

"გუნდს ვან დე ბეკი არ სჭირდება", - ნევილის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ევრამაც გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ "ეშმაკუნების" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

საინტერესო ფაქტი: რონალდუს წასვლის შემდეგ, მესის კლასიკოში გოლი არ გაუტანია

საინტერესოა, თუ როდის გაიტანა უკანასკნელად "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ "კლასიკოში" გოლი.

დღეს, 11:38

ელ კლასიკოს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა: რეალმა ბარსელონას გადაასწრო!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:3.

დღეს, 11:31

სერია ა-ს კლუბმა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ბოლონია" სტუმრად "ლაციოსთან" დამარცხდა - 1:2.

დღეს, 11:24

"არ მესმის, რატომ იყიდა მანჩესტერმა ვან დე ბეკი", - ნევილის კრიტიკული განცხადება

"მანჩესტერის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა "აიაქსიდან" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 11:20

ციფრები: ლევანდოვსკის შთამბეჭდავი სტატისტიკა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში

"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს.

დღეს, 11:15
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10