ჟოაო ფელიქსმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, ფელიქსი ლონდონურ გუნდში "ატლეტიკოდან" იჯარის წესით გადავიდა და 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"მომეწონა თუ არა ეს 5 თვე ჩელსიში? - ტოპ კლუბში ვთამაშობ, სადაც კეთილგანწყობილი სიტუაციაა.
ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს, რომლებთანც ვმეგობრობ და აქ სიამოვნებით დავრჩებოდი", - განაცხადა ფელიქსმა.