წასვლა გადაწყვეტილია - ანდრეს ინისეტა ბოლო მატჩს ჩაატარებს
მას შემდეგ, რაც ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ "ბარსელონა" დატოვა, სათამაშო იაპონულ "ვისელ კობესი" გადავიდა.
2018 წლიდან მოყოლებული ინიესტა ამ გუნდში ირიცხება და გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდს დატოვებს.
კლუბმა დაადასტურა, რომ 39 წლის ნახევარმცველი "კონსადოლ საპოროს" წინააღმდეგ თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. მატჩი 1 ივლისს შედგება.
ინიესტა "ვისელ კობეს" მაისურით სულ 131 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, ინიესტა გუნდიდან წასვლის შემდეგ კარიერასაც დაასრულებს.