ავტორიზაცია

სატრანსფერო ბომბი იტალიიდან - პაოლო მალდინი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე პირადად მუშაობს

სატრანსფერო ბომბი იტალიიდან - პაოლო მალდინი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე პირადად მუშაობს
თარიღი 25 მაი 2023, 17:11
იტალიური პრესა ქართველი თავდამხსმელის თაობაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

FootMercato-ს ცნობით, ფრანგული „მეცის" ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე არც მეტი არც ნაკლები, ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული „მილანი" მუშაობს.

მოლაპარაკებებში პირადად კლუბის გენერალური დირექტორი, პაოლო მალდინი მუშაობს და საკმაოდ სერიოზულ პროგრესსაც მიაღწია. საუბარია დაახლოებით 10-მილიონიან გარიგებაზე. 

არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, „მილანმა" მიქაუტაძე „მეცში" კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვოს, თუ კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში აღზევდება.

მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

როგორც ზემოთაღნიშნული გამოცემა წერს, „მილანი" არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ქართველი შემტევით ინტერესდება. გიორგი ასევე „ბარნლის" მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ცნობისთვის, ეს კლუბი ახალი სეზონიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.