ვალენსიამ წააგო, საქმე გართულდა, წინ 2 მატჩია - მამარდაშვილის შეფასება
ლა ლიგის 36-ე ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი “მალიორკასა” “ვალენსიას” შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
არადა, ღამურებმა წინა ტურში “რეალი” დაამარცხეს და თითქოს დარჩენა გაინაღდეს, თუმცა ასე არ არის.
გასავარდნ ზონასთან სხვაობა კვლავ 2 ქულაა, წინ კი კიდევ ორი მატჩია სათამაშო.
ერთადერთი, რაც ვალენსიელენს ანუგეშებთ ისაა, რომ მათ და გასავარდნ ზონას შორის ბევრი გუნდია.
“მალიორკასთან” შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა 6.6 შეფასება მიიღო.
შემდეგ 2 ტურში “ვალენსია” ჯერ “ბეტისს” ესტუმრება, შემდეგ კი “ესპანიოლს” უმასპინძლებს.