მათეუსმა ტუხელი გააკრიტიკა: "ბაიერნი ბევრად უარესად თამაშობს"
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიუნხენის "ბაიერნში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერმა შუა სეზონში, ბევრისგან მოულოდნელად, იულიან ნაგელსმანი დაითხოვა და მის ნაცვლად ტომაშ ტუხელი დანიშნა.
"ყველა ვხედავდით, რომ ნაგელსმანის მწვრთნელობის დროს, ბაიერნი ტრიპლეტისკენ მიიწევდა და სასურველ შედეგებს აფიქსირებდა.
ტუხელის მოსვლის შემდეგ კი ბევრი შეცდომაა და გუნდი უარესობისკენ მიდის და ამას მალე უნდა მიხვდნენ", - განაცხადა მათეუსმა.
ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "ბაიერნს" 68 ქულა აქვს და ლიდერ "დორტმუნდს" 2 ქულით ჩამორჩება.