ავტორიზაცია

VIDEO: გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP გახდა

თარიღი 26 მაი 2023, 15:40
გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

"ტენერიფეს" კალათბურთელმა პრიზის მოგების შესახებ თვითმფრინავში გაიგო. კუთვნილი პრიზი კი მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა.

გიორგიმ აღნიშნული ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა, გამოცდილი მოთამაშე სეზონის MVP-ი პირველად 2020/2021 წლების სეზონში გახდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სეზონის გუნდშიც მოხვდა. ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: დარიუს ტომპსონი, მარკუს ჰოვარდი (ორივე ბასკონია), ძანან მუსა, ედი ტავარესი (ორივე რეალი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე).