ავტორიზაცია

სააპელაციო კომიტეტმა ვალენსიას ჯარიმა შეუმცირა

სააპელაციო კომიტეტმა ვალენსიას ჯარიმა შეუმცირა
თარიღი 26 მაი 2023, 18:31
სააპელაციო კომიტეტმა "ვალენსიას" საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გულშემატკივრების მიერ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის სკანდალური ინციდენტის შემდეგ, კლუბი 45000 ევროთი დააჯარიმეს, ხოლო მესტალას სტადიონის სამხრეთი ტრიბუნაზე დასწრება ხუთი მატჩით აიკრძალა.

გასაჩივრების შედეგად ჯარიმა 27 ათას ევრომდე შემცირდა, ტრიბუნების დისკვალიფიკაციის ვადა კი სამ მატჩამდე შემცირდა.