ავტორიზაცია

ბოლო ტური უდიდესი ინტრიგით - დავითაშვილი ან მიქაუტაძე

ბოლო ტური უდიდესი ინტრიგით - დავითაშვილი ან მიქაუტაძე
თარიღი 27 მაი 2023, 00:50
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში საკმაოდ საინტერესო და სენსაციური მატჩები გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" სტუმრად "ანესს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო 88 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, 6.4 შეფასება მიიღო.

"მეცი" სტუმრად "სოშოს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამრცხა. მიქაუაძემ 6.6 შეფასება დაიმსახურა.

"ლე ავრემ" პირველი ადგილი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურის წინ, ლიგა 1-ში გადასასვლელად ერთმანეთს სწორედ "ბორდო" და "მეცი" ებრძოლებიან.

ორივეს 69 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი მაჩვენებლით კი მეორე ადგილზე "მეცია" და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

ბოლო ტურში მიქაუტაძის "მეცი" საკუთარ მოედანზე "ბასტიას", დავითაშვილის "ბორდო" კი ასევე შინ "როდეზს" შეხვდება.