ოფიციალურად: ახალი სეზონიდან აბურჯანია ახალ კლუბში ითამაშებს
დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ახალ კლუბში ითამაშებს.
სეზონის დასრულების შემდეგ, ის პორტუალიურ "ჟილ ვისენტეს" დატოვებს და სათამაშოდ თურქულ "ჰატაისპორში" გადავა.
აბურჯანია მიმდინარე წელს "ჟილ ვისენტეს" მაისურით სტაბილურად თამაშობს და უკვე 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება "ჰატაისპორს" მოგეხსენებათ, გუნდი ქალაქში მოხდარი ტრაგიკული სტიქიების გამო ჩემპიონატიდან მოეხსნა, ახალი სეზონიდან კი გათამაშებაში ახალი შემართებით ჩაერთვება.