ავტორიზაცია

კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 27 მაი 2023, 09:49
"პსჟ"-ს თავდამსხმელის კილიან მბაპეს სამომავლო გეგმები ცნობილი გახდა. 

RMC Sport-ის ცნობით, 24 წლის თავდამსხმელმა მომავალ სეზონში პარიზულ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

წყარო აღნიშნავს, რომ მბაპე "პსჟ"-ში ყველაფრით კმაყოფილია და ტრანსფერი მის გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის. 

მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, კილიანს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია კლუბთან კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტის გააქტიურება.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა პარიზულ გუნდში 40 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.