ავტორიზაცია

კანტონა: "ფრანგულ ფეხბურთს ისტორია არ აქვს"

კანტონა: "ფრანგულ ფეხბურთს ისტორია არ აქვს"
თარიღი 27 მაი 2023, 10:06
ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ერიკ კანტონა საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის დონეს აკრიტიკებს.

"ფრანგულ ფეხბურთს ისტორია არ აქვს. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთ ქალაქში ორი გუნდი არ არის. 

არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ფეხბურთი, არიან ნამდვილი გულშემატკივრები, მაგრამ არა იმდენად, რომ ერთ ქალაქში ორი კლუბი იყოს. 

შეიძლება მოხუცი სულელი ვარ, მაგრამ მე მირჩევნია მხარი დავუჭირო ფეხბურთის, რომელსაც აქვს სული, რომელსაც აქვს რაღაც რაც მეხება. პარიზში მირჩევნია წავიდე სენ-უენის წითელ ვარსკვლავში, ვიდრე პსჟ-ში. “, - განაცხადა კანტონამ.