ნაპოლის პრეზიდენტი მზადაა სპალეტის შესანარჩუნებლად, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება ურყევია
ბოლო კვირების განმავლობაში პრესა აქტიურად განიხილავს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანო სპალეტის შესაძლო წასვლას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდმა უკვე იცის 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილების შესახებ.
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა სპალეტის ახალი ორწლიანი კონტრაქტი ხელფასის გაზრდით შესთავაზოს, (საუბარია სეზონში 4 მილიონ ევროზე).
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა სპალეტის ახალი ორწლიანი კონტრაქტი ხელფასის გაზრდით შესთავაზოს, (საუბარია სეზონში 4 მილიონ ევროზე).
თუმცა, სპალეტიმ უკვე ყველაფერი გადაწყვიტა. ფული არ გახდება არგუმენტი, რომელიც სპეციალისტს აიძულებს გადაწყვეტილება შეცვალოს. მთავარი პრობლემა დე ლაურენტისთან ურთიერთობის სიცივეა.