ავტორიზაცია

ჩემპიონობის მიუხედავად, ბაიერნმა კანი და სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა

ჩემპიონობის მიუხედავად, ბაიერნმა კანი და სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა
თარიღი 27 May 2023, 19:58
ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.

მიუხედავად ჩემპიონობისა, რეკორდმაისტერმა გუნდის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი დაითხოვა. 

ამის შესახებ საუბრები იყო და გასაკვირი არაა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ "ბაიერნის" ჩემპიონობა სიტუაციას შეცვლიდა და კანი-სალიჰამიჯიჩის დუეტი კლუბში დარჩებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოჰყვება ამ რეფორმას კლუბში, ვინ იქნებიან ახალი დირექტორები და როგორ მოემზადება "ბაიერნი" ახალი სეზონისთვის.

რა თქმა უნდა, გუნდში ახლადმისული მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელი მომავალ სეზონშიც იმუშავებს.